ენერგეტიკა
08/10/2021

სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

სემეკი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი. 
 
"ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.
 
სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისათვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება",- აღნიშნულია სემეკის განცხადებაში. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები