ენერგეტიკა
01/06/2021

სემეკი: "თელასს" სოლიდურად დავაჯარიმებთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თელასს დააჯარიმებს, - მიზეზი შეწყვეტილი ელექტროენერგიის დროული აღდგენის მაჩვენებლის გაუარესებაა.

სემეკის თავმჯდომარემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განმარტა, რომ დავალების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის დასჯადი.

„ინვესტიციის მოცულობა, რომელსაც კომპანიები ქსელის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებენ, ტარიფზე გარკვეულწილ ზეწოლას ახდენს. სემეკის შესაბამისი დეპარტამენტები სწავლობენ ინვესტიციების მოცულობას და კომპანიებს ბრმად არ ვაკეთებინებთ ინვესტიციას. ერთია რომ ისინი წარმოადგენენ თავიანთ საჭიროებებს, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით რამდენად აუმჯობესებს ეს მიწოდებას, ამცირებს თუ არა ავარიების რაოდენობას, რამდენად ხარისხიანად მიდის მომხმარებლამდე სერვისი.

მაგალითად 2020 წელს "თელასს" გაუუარესდა  წყვეტების აღდგენის მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავალებული გვქონდა მისთვის და წინასწარ განსაზღვრული იყო რომ სერვისი უნდა გაეუმჯობესებინა. ამას მოყვება ძალიან მალე შესაბამისი რეაგირება. "თელასი" აუცილებლად დაჯარიმდება სოლიდურად. ფინანსური სანქციები მოყვება ამ ხარვეზებს. ანუ ჩვენი დავალების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის დასჯადი. ასე რომ, არც დაჯარიმებას ვერიდებით. ნუ ეგონება ნურავის, რომ სემეკი არის რომელიმე კონკრეტული კომპანიის დამცველი. "თბილისი ენერჯიც" და სხვა კომპანიებიც დაჯარიმებული გვყავს როდესაც ამის საჭიროება იდგა. ბუნებრივია ეს ჯარიმები ტარიფში არ აისახება," -  განაცხადა დავით ნარმანიამ.

Businesspartner