ენერგეტიკა
18/05/2022

შალვა გიორგობიანი: ჩვენი გუნდის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, შუახევი ჰესის  ელექტო მექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. კომპანია "აჭარისწყალ ჯორჯიას" 2020 წელს შემოუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგო სექტორში 2007 წლიდან იწყება. მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ სხალთა ჰესის წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. თვლის, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგო პროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

"როცა შუახევი ჰესს შემოვუერთდი, კომპანია იწყებდა სხალთა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას. როგორც თქვენთვის ცნობილია შუახევი ჰესი შედგება 187 მგვტ შუახევი ჰესის და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესისგან. შემიძლია ვთქვა, რომ სხალთა ჰესის ოპერირებაში წარმატებით შესვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის მანძილზე. დღეს, როგორც შუახევი ჰესს, ასევე სხალთა ჰესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ და ამავდროულად პრევენციულად ვგეგმავთ ყველა შესაბამის ქმედებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის გამოწვევა. ელექტროენერგიის გამომუშავების დაწყების დღიდან ორივე ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე"- ამბობს შალვა გიორგობიანი.

 

შალვას და მისი გუნდის წევრების პასუხისმგებლობას, დანადგარების ელექტრული თვალსაზრისით გამართვა და სრულყოფილად ფუნქციონირება წარმოადგენს. წინასწარ აქვთ გაწერილი გეგმა რასაც მიჰყვებიან, მთავარი მიზანია, რომ ყოველთვის, ყველა დანადგარი მწყობრში იყოს და ელექროენერგიის წარმოებას არ შეექმნას საფრთხე. თვლის, რომ იმდენად ზუსტად არის გათვლილი ტექნიკური გეგმა რომელსაც მიყვებიან,  რომ გამოწვევების და გაუთვალისწინებელი გარემოებების წინაშე არ დგებიან. მუდამ პროაქტიულად მოქმედებენ.

"ჩვენ ელექტროენერგიის გამომუშავება დავიწყეთ 2020 წელს, უკვე მესამე წელი დაიწყო რაც ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ. ამ დღიდან არ ყოფილა არცერთი შემთხევა, როცა რაიმე ტიპის რისკის ან გამოწვევა წინაშე დავმდგარიყავით.  ძალიან მაღალია ერთი მხრივ გეგმის სტანდარტი, რომელსაც თითოეული გუნდი მიჰყვება და მეორე მხრივ, ყველა მიმართულების გუნდის კოორდინაცია, გუნდურობის გრძნობა, ერთმანეთის მხარდაჭერა. ძალიან კარგი ადამიანებისგან შემდგარი გუნდია, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილას, განსაკუთრებით მაშინ როცა დროის დიდ ნაწილს, როგორც სამსახურში ასევე სამსახურს მიღმა ამ ადამიანებთან ერთად ატარებ."- ამბობს შალვა გიორგობიანი.

სხვა ინჟინრების მსგავსად ცხოვრების დიდ ნაწილს სამუშაო დროის დასრულების შემდგომ კომპანიის კემპზე ატარებს, სადაც ინჟინრები ცხოვრობენ. საცხოვრებელი გარემო სრულად აღჭურვილია ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის მნიშვნელოვანი ყველა ინვენტარით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დასაქმებულებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს, კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს, ოჯახის წევრებისგან მოშორებით უწევს დიდი დროის გატარება. შალვა თვლის, რომ ეს გამოწვევაა თუმცა მიაჩნია, რომ როცა იმ საქმეს აკეთებ რაც მართლა გიყვარს, ამ გამოწვევასაც უმკლავდები.

"ენერგო კომპანიაში მუშაობა, მიშვნელოვნად განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანის საქმიანობისგან. შენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჰესზე ატარებ, საღამოს კომპანიის საცხოვრებელ კომპლექსში რჩები, მეორე დილით კი კვლავ შენი საქმის გასაგრძელებლად მიდიხარ. შენი პასუხისმგებლობა დიდია, იცი რომ კომპანიის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და თითოეულ მათგანთან ერთად სინქრონულად უნდა იმუშავო, რომ დასახულ მიზანს ერთად მიაღწიოთ. ჩვენი საერთო, ყოველდღიური მიზანი ელექტროენერგიის უსაფრთხო წარმოება და ელექტრო სისტემისთვის მიწოდებაა, საიდანაც უკვე ჩვენი ქვეყნის თოთოეულ მოქალაქემდე აღწევს ჩვენი საქმიანობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია. ამ საქმიანობის წარმატებით განხორციელების პროცესში ჩემი და ჩემი გუნდის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობს, შალვა გიორგობიანი.

მიაჩნია რომ კომპანიის წარმატებაში, უცხოელი პროფესიონალების როლი დიდია. მათთან ერთად ყოველდღიური საქმიანობა, თოთოეულ ინჟინერს განვითარებაში, მუდმივად ახლის სწავლაში ეხმარება. 

"როგორც სხვა დარგები, ასევე ენერგეტიკა მუდმივად ვითარდება, ჩვენს დროში ეს ტემპი კიდევ უფრო სწრაფია ვიდრე ადრე. კარგი გრძნობაა, როცა წარმატებული გუნდის ნაწილი ხარ, რომელიც სულ სწავლობს, წინ მიდის ვითარდება და ამავდროულად მუდმივი წვდომა გაქვს დარგში არსებულ ყველა ტექნოლოგიურ პროგრესზე." - ამბობს შალვა გორგობიანი.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Businesspartner