ენერგეტიკა
21/02/2022

შიდა ქართლში მზის ელექტროსადგური აშენდება

შიდა ქართლში  მზის ელექტროსადგური აშენდება. ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის აშენებას  "დოესი ენერჯი" გეგმავს, რომლის ერთ-ერთი მეწილე ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი  "გლობალ ბიერ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილია.

კომპანიასთან დასადები ხელშეკრულება მთავრობამ 21 თებერვლის სხდომაზე მოიწონა.

ეს პროექტი "საჯარო და კერძო პარტნიორობის სააგენტოს" პოტენციური PPP პროექტების ბაზაში ჰქონდა წარმოდგენილი.  

პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 5.32 მგვტ, რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 8.23 მლნ.კვტ.სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას.

Businesspartner