ენერგეტიკა
11/02/2022

ტაშისკარში მცირე ჰესი აშენდება

„გროს ენერჯი ჯგუფმა“ ტაშისკარი ჰესის დეტალური პროექტის მომზადებაზე განაცხადა. 

კომპანიის ცნობით, სამშენებლო ეტაპზე გადასასვლელად საბუთები სახელმწიფო უწყებებში უკვე წარდგენილია.

„საქართველოს მელიორაციის" საკუთრებაში არსებულ ჰიდროკვანძს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალდაბაში მდინარე მტკვარზე მდებარეობს, ახალი ენერგეტიკული დანიშნულება შეემატება და რაც მთავარია საქართველოს კიდევ ერთი ენერგეტიკული ობიექტი დაემატება“, - აცხადებს კომპანია.

ტაშისკარი ჰესის ტექნიკურ - ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება კომპანია „ელ პი ჯისთან“ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის ბოლოს გააფორმა.

მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე სავარაუდოდ 1 მეგავატი, გამომუშავება 7 მლნ კვტ.სთ უნდა იყოს.

 

 

Businesspartner