ენერგეტიკა
09/09/2020

"თელასის“ აქციების 24,5%-იანი წილი "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ კაპიტალის აქციების წილის - 24.5% გაიყიდა.საჯარო აუქციონში დაინტერესება მხოლიდ ერთმა კომპანიამ გამოხატა. თელასის აქციები "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ამონაწერის მიხედვით, შპს „ბესტ ენერჯი ჯგუფი“ 2018 წლის 2 აგვისტოსაა დაფუძნებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა. კომპანიის დირექტორი თამარ გახარიაა.

"თელასის" აქციების წილი 32 380 383 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონი დღეს გაიმართა. საწყისი ფასი 10,511 მლნ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ "თელასი" ზარალზეა. 6 თვის მონაცემებით, „თელასმა“ რეალიზაციიდან 190.59 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში შემოსავალი 226 მლნ-ს აღემატებოდა. პანდემიის ფონზე მკვეთრად შემცირდა როგორც მოსახლეობის მიერ მოხმარებული, ასევე კომერციული და სამრეწველო სექტორის მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა.

Businesspartner