ენერგეტიკა
15/07/2022

თემურ გოჩიტაშვილი: რუსეთში ნავთობის წარმოება დღიურად მილიონი ბარელით შემცირდა

რუსეთში ნავთობის წარმოება დღიურად მილიონი ბარელით შემცირდა. 

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ ეს რუსეთისთვის მოწყობილობის მიწოდებაზე დაწესებულმა ემბარგომაც გამოიწვია. 

"რუსეთს არ აქვს საკუთარი წარმოება, რომ მწყობრიდან გამოსული აღადგინოს, შეცვალოს და ა.შ.", - აცხადებს თემურ გოჩიტაშვილი "ბიზნესპარტნიორის" ეთერში. 

მისი თქმით, ამ პროცესს განვითარება ექნება. 

"მაგალითად, თუ ამ 150 დღეში წარმოება მილიონი ბარელით შემცირდა, შემდგომ, გაცილებით მეტი იქნება და უფრო მეტიც, თუ ეს დრაკონული ემბარგო, რომელიც დასავლეთმა სრულიად მართებულად შემოიღო, შენარჩუნდება", - აღნიშნა თემურ გოჩიტაშვილმა.