ენერგეტიკა
20/04/2021

წელს ექსპორტზე 350 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გატანა იგეგმება

2021 წელს შესაძლოა ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდოს.

ეკონომიკის სამინისტრო წელს ექსპორტზე 350 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანას პროგნოზირებს, აღნიშნულს  ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის განახლებული ვერსია ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2020 წელს გაკეთებულ საპროგნოზო მოცულობას  - 650.8 მლნ კვტ.სთ-ს მკვეთრად ჩამორჩება, ის მაინც 2-ჯერ მეტია 2020 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელზე (153.7 მლნ კვტ.სთ)

განახლებული პროგნოზით, ელექტროენერგიის ექსპორტი მაისიდან დაიწყება. მაისში უცხოეთში საქართველო მხოლოდ 50 მლნ კვტ.სთ-ს გაიტანს, ივნისში 185.1 მლნ, ხოლო ივლისში 106.3 მლნ. კვტ.სთ.

ელექტროენერგიის  ექსპორტი მხოლოდ ზაფხულის თვეებშია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის შიდა მოხმარება დაკმაყოფილებულია. ბოლო წლებში ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა 2017 წელს განხორციელდა - 685.7 მლნ, შემდეგ წლებში კლებაა, მათ შორის 2020-ში ექსპორტი 153.7 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.

Businesspartner