ენერგეტიკა
16/10/2020

თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს "აჭარენერჯი -2007" განახორცილებს

თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს „აჭარენერჯი -2007“ განახორცილებს.

კომპნაიამ ესკოს ტენდერში საუკეთესო წინანდადება წარადგინა. კომპანია თურქეთიდან  საქართველოში ნოემბერში 120.35 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას შემოიტანს.

საქართველო ელექტროენერგიას ძირითადად, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ყიდულობს.

წლიურ ჭრილში იმპორტის დაახლოებით 60% აზერბაიჯანზე მოდის, 40% კი - რუსეთზე.

„იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ფასი მისაღები აღმოჩნდება, ელექტროენერგიის მესამე იმპორტიორი ქვეყანაც გვეყოლება, თურქეთის სახით. ეს ასევე ხელს შეუწყობს ბაზრის დივერსიფიკაციის პროცესს და შესაბამისად,  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას,“ - განუცხადა გასულ კვირაში „ბიზნესპარტნიორს“  ელექტროენერგეტიკული  ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დვალიშვილმა.

 

Businesspartner