ენერგეტიკა
28/12/2020

თურნავა ელენერგიის ტარიფზე: ჩვენ არ ჩავერევით სემეკის კომპეტენციაში

ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ნათია თურნავას მოლოდინით, ტარიფმა ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებები უნდა დაიცვას, მეორე მხრივ, კი ენერგოკომპანიებსაც მიეცეს მომხმარებლებისთვის ელეტროენერგიის უსაფრთხოდ მიწოდების შესაძლებლობა.

„ტარიფების დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი, მარეგულირებელი კომისია - სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენეციაში. დაველოდოთ მოვლენებს, ეს არის სემეკის პრეროგატივა და ის მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Businesspartner