ფინანსები
24/05/2022

1 დოლარი 2.8668 ლარი ღირს

ლარი მეორე კვირაა გამყარების ტრენდ ინარჩუნებს. 24 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8668 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.99 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0706 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1779 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.5889 ლარი ეღირება.

სპეციალისტების შეფასებით სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების ნიშნები, ამ ფონზე, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ დოლარი შეისყიდა.

 

Businesspartner