ფინანსები
21/08/2020

16 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები 17%-ით გაიზარდა-თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის  კვირის მიმოხილვის მიხედვით,16 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 17%-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით მცირედი ზრდაა.


შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავნნეგატიურია და შემცირებულია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ დადებითი გახდა მიმდინარე კვირაში.


შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

Businesspartner