ფინანსები
07/08/2020

2 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები 5%-ით გაიზარდა-TBC RESEARCH

 TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, 2 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 5%-ით გაიზარდა, ზრდა შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.


ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.


რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია და შემცირებულია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი ინარჩუნებს პოზიტიურ ზრდის ნიშნულს. მიმდინარე კვირაში შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და ყველაზე დიდ წილს იკავებს ჯამურ შემოდინებებში, თუმცა შემცირებულია გასულ კვირასთან შედარებით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები