ფინანსები
22/03/2023

2023 წელს ფინტექ ბაზარი საქართველოში $1 მლრდ-ს გადააჭარბებს

STATISTA-ს შეფასებით, 2023 წელს ციფრული გადახდების კუთხით, ფინტექ ბაზარი საქართველოში 1 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. ხოლო 2027 წლამდე 2 მლრდ დოლარს ასცდება.
 
როგორც BTU-ს კვლევაშია აღნიშნული, ფინტეკ ბაზარი გარდა გადახდებისა, ბევრს სხვა განსხვავებულ მომსახურებას მოიცავს, რომელთა ბაზრის მოცულობის შეფასება ჯერჯერობით პრობლემატურია.
 
„ფინტექ მომსახურების მიწოდების ზრდისთვის მნიშვნელოვანია ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც აჩვენებს ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირეს ბიზნეს საქმიანობებში. 2022 წელს საქართველოში 8.2 მლრდ ლარის გადარიცხვები განხორციელდა. 2017 წელთან შედარებით ზრდა თითქმის 7 მლრდ-ია,“-აღნიშნულია BTU-ს კვლევაში.
 
 
 
Businesspartner