ფინანსები
28/02/2023

25 ქვეყანას შორის საქართველო რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით მეექვსე ადგილზეა

25 ქვეყანას შორის საქართველო რეფინანსირების განაკვეთის სიდიდით მეექვსე ადგილზეა.

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის იანვარში ყველაზე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უკრაინაში ფიქსირდება, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 25%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 20%-ზეა მოლდოვაში, 16, 75%-ზე ყაზახეთში, 13% უნგრეთში, 11.5% ბელარუსში, ხოლო საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი ბოლო პერიოდში, სტაბილურად 11%-ზე ნარჩუნდება.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე დაბალი რეფინანსირების განაკვეთი შვეიცარიაშია და ის 1%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტიდან იანვრამდე მონეტარული პოლიტიკა თითქმის ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში გამკაცრებულია.

გამონაკლისია თურქეთი, სადაც 2022 წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთი 14% იყო, ხოლო 2022 წლის იანვარში 9%-ს შეადგენდა.

ასევე რუსეთი, სადაც გასული წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთი 20%-ს შეადგენდა, თებერვალში კი მონეტარული პოლიტიკა 7.5%-მდე შერბილდა.

Businesspartner