ფინანსები
31/07/2020

6 ივლისიდან გაცემული იპოთეკური სესხების 30% დასუბსიდირებულია

TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად,ბოლო ერთ კვირაში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა.


სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.


• 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია
• თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის  მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება და ამჟამად წ/წ -6%-ს შეადგენს, წინა კვირის -18%-თან შედარებით.

როგორც ცნობილია,საქართველოს მთავრობამ პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, უძრავი ქონების გაყიდვების სტიმულირებისთვის იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამა დაიწყო. ბანკებმა კი სესხების გაცემა 1 ივლისიდან დაიწყეს. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.