ფინანსები
09/05/2022

75 მლნ-იანი დანაკლისი სვოპებიდან - სავალუტო რეზერვები 17 თვიან მინიმუმზეა

მარტის ზრდის შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აპრილში შემცირებულია, მაჩვენებელი 17-თვიან მინიმუმზეა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 აპრილის მონაცემებით, ქვეყანა 3.83 მილიარდ დოლარამდე სარეზერვო აქტივებს ფლობს, აქედან 3.346 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია. მთლიანობაში წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 204 მლნ დოლარით არის შემცირებული. ეროვნულ ბანკს აპრილში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.

რეზერვების შემცირება კი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება, ეს არის ევროსა და დოლარს შორის კურსთახვაობა, საგარეო ვალის მომსახურება და სვოპების შეწყვეტა, რის გამოც რეზერვებს 75 მლნ-მდე დააკლდა.

წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მთლიანობაში 39.57 მლნ დოლარი მიაწოდა, გასულ წელს კი ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონებზე აქტიურობდა. წლის განმალობაში სებ-მა ბაზარს 332.9 მლნ დოლარი მიაწოდა. 

Businesspartner