ფინანსები
13/10/2022

ADB $4 მლნ-იან ინვესტიციას საქართველოს პირველ ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციებში ახორცილებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) $4 მლნ-ის ინვესტიცია  „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში განახორციელა, რაც კომპანიის მუშაობას დაეხმარება. 

მათი ინფორმაციით, ინვესტიცია ასევე დამატებით კაპიტალს შესძენს GRPO-ს დამფუძნებელ კომპანიას სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას“, მისი განახლებადი ენერგობიზნესის ხელშესაწყობად. 

ADB-ის ინვესტიცია წარმოადგენს GRPO-ს მიერ გამოშვებული ხუთწლიანი $80 მილიონიანი მწვანე ობლიგაციის ნაწილს — საქართველოში პირველად ადგილობრივად განთავსებულ მწვანე ობლიგაციას და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებულ უმსხვილეს ობლიგაციას. ADB ასევე ადმინისტრირებას გაუწევს აზიის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის წამყვანი ფონდის (LEAP) მიერ გამოყოფილ $4 მილიონიან რესურსს. 

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის ინვესიტიციების უფროსი სპეციალისტის დევიდ ურბანეხა-ფურელოსმას განცხადებით, პირველი ადგილობრივად გამოშვებული მწვანე ობლიგაციებისა და საქართველოში განთავსებული ყველაზე მსხვილი ობლიგაციის საშუალებით ADB ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

„საქართველოს კაპიტალის“  აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის განმარტებით, GRPO-მ წარმატებით გამოუშვა $80 მილიონის მწვანე ობლიგაცია. ამ ტრანზაქციას ინვესტორებისგან საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა. 

"მადლობელი ვართ, რომ ADB-მ, როგორც ერთ-ერთმა სტრატეგიულმა ინვესტორმა წამყვანი როლი შეასრულა ამ საქმეში,“ განაცხადა სს „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. 

GRPO-ს პორტფელში შედის ხუთი განახლებადი ენერგიის პროექტი, მათ შორის ოთხი ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოცულობით 50.4 მეგავატი, და საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური. 2020 წელს ADB-მ ინვესტიცია განახორციელა GRPO-ს წინამორბედი კომპანიის სს „Georgia Global Utilities“-ის გამოშვებულ ობლიგაციებში.  

GRPO-ს სრული მფლობელია GRPC ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ სს „საქართველოს კაპიტალის“ საკუთრებას წარმოადგენს. სს „საქართველოს კაპიტალის“ 100%-იანი წლის მფლობელია საზოგადოებრივი სააქციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა აღრიცხული.   

LEAP 2016 წელს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ $1.5 მილიარდიანი კაპიტალით დაარსებული ფონდია. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. 

Businesspartner