ფინანსები
13/09/2021

ახალი იპოთეკური სესხის პროგრამით უკვე 5 სესხი დამტკიცდა

მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი იპოთეკური სესხის პროგრამით უკვე 5 სესხი დამტკიცდა. კიდევ 6 სესხი განხილვაშია.

საქმე ეხება პროგრამას, რომლის მიხედვით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით.

"სხვადასხვა ბანკიდან მოგვდის მონაცემები, რომ 11-მდე იპოთეკური სესხი არის უკვე ახალი პროგრამით მხარდაჭერილი. აქედან 5 უკვე დამტკიცებულია, ხოლო 6 განხილვაში. საუბარია მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ ოჯახებზე, ვისაც ახალშობილი გაუჩნდება",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ თანადაფარვით, თანხა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტით დამატებით გაწერილი, ₾55 მლნ-დან მიიმართება. წყვილებს იპოთეკური სესხი I და II შვილზე 6%-ით, III, IV-ზე კი 8%-ით დაუსუბსიდირდებათ. ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლომდე გაცემულ სესხზე 5 მლნ-იან დაფინანსებას ვარაუდობს.

Businesspartner