ფინანსები
28/07/2020

"ახლა დოლარი უფრო უფასურდება ვიდრე ლარი“ - რიკო კრედიტი

„ახლა დოლარი უფრო უფასურდება ვიდრე ლარი“, - ამბობს  „ბიზნესპარტნიორთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ლარის კურსზე კომენტირებისას. „ევრო დოლართან მიმართებაში იყო 1.11 და გახდა 1.17, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

მისი განმარტებით, ყველაზე კარგი მესიჯი რაც მარეგულირებლის მხრიდან ბაზრისთვის გაიგზავნა იყო ის, რომ ეროვნული ბანკი არ დაუშვებს კურსის გაუფასურებას. ამის დასტურია მისი ერთ-ერთი ნაბიჯი, როდესაც მან ბაზარზე რამდენიმე დღის წინ 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია მოახდინა.

„თუ საჭირო გახდა ჩაერევა, თუმცა, არამგონია ამის საჭიროება იყოს. ვფიქრობ, სტაბილურობისკენ მიდის საკითხი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ლარის კურსის მერყეობა დოლართან მიმართებაში 3.06-დან 3.07-ზე მცირე სხვაობაა“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, 27 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0727 ლარი შეადგინა.  დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6034 ლარს შეადგენს. ევროს ცვლილებამ 0.0429 ლარი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები