ფინანსები
15/10/2021

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წელს ₾94.5 მლრდ-ს მიაღწია

საქსტატი: არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ ₾94.5 მლრდ შეადგინა

“საქსტატმა“ არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსთვის ₾94.5 მლრდ შეადგინა, საიდანაც 4.7% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

ამასთან, 2020 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა ₾20.9 მლრდ–ია.  

ამავე წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა ₾3.4 მლრდ იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 30.9. 2020 წლის ბოლოსთვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები ₾54.5 მლრდ–ს გაუტოლდა, აქედან. მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა ₾14.4 მლრდ–ს. მთლიანი ვალდებულებებიდან ₾13.7 მლრდ უცხოური ვალუტითაა.

“საქსტატის“ მოაცემებით, მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2020 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) ₾8.0 მლრდ შეადგინა. ფინანსური წარმოებულების ღირებულება კი ₾29.4 მილიონით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის ₾40.0 მლრდ შეადგინა.

ამასთან, არაფინანსური კორპორაციების მიერ 2020 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები ₾2.0 მილიარდს შეადგენს, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა ₾8.3 მლრდ შეადგინა.

Businesspartner