ფინანსები
24/05/2023

არჩილ მესტვირიშვილი: საქართველოში დოლარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში დოლარიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
 
მისი თქმით, მას შემცირების ტრენდი ჰქონდა 2022 წელს და დინამიკა გრძელდება, თუმცა მისივე თქმით, დოლარიზაცია ქვეყანაში კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
 
„ამ მიმართულებით ჩვენ შემოვიღეთ დიფერენცირებული კაპიტალის მოთხოვნა არაჰეჯირებულ მსესხებლებზე. ანუ ადრე გვქონდა ერთი მოთხოვნა ყველა ბანკისთვის, ახლა უკვე ეს მოთხოვნა განსხვავდება იმის მიხედვით, რომელ ბანკს რამდენი აქვს სესხების დოლარიზაცია. ეს რეგულაცია 2022 წელს მივიღეთ და წელს შევიდა ძალაში.“- აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.
 
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის შემცირებაზე კონცენტრირებული იქნება მანამ, სანამ ეს მაჩვენებელი ისეთ დონეს არ მიაღწევს, რომელიც საფინანსო სექტორისთვის გამოწვევა არ იქნება.
 
„გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საგარეო შოკების გაადმოდინება ხდება და დოლარიზაციის შემცირება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც საგარეო შოკების გავლენას შემაცირებს ჩვენს ეკონომიკაზე და მოგცემს უფრო მაღალ ეკნომიკურ ზრდას. ამ კუთხით კონცენტრირებული ვართ და მომავალშიც ვიქნებით, სანამ არ მივაღწევთ ისეთ დონეს, რომელც აღარ იქნება გამოწვევა ფინანსური სექტორისათვის.“-აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
 
 
Businesspartner