
აშშ-დან ფულადი გზავნილები 44%-ით გაზრდილია
თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი Unistream-ით გადმოირიცხა, $144 მლნ-ზე მეტი. თუმცა წინა თვესთან შედარებით აღნიშნული სისტემით ტრანსფერების 30 %-იანი (m.m) კლება აღინიშნება (01/2023 -$207 მლნ).
Unistream |
$ 144 523 500 |
Zolotaia korona |
$ 67 144 300 |
RIA |
$ 51 493 600 |
Western union |
$ 33 739 200 |
წყარო: სებ-ი
სებ-ის სტატისტიკით, მთლიანად თებერვალში გადმორიცხვები შემცირებულია, 16%-ით (m.m). საანგარიშო თვეს ქვეყანაში $ 372.3 მილიონი შემოვიდა, იანვარში კი $ 445 მლნ-მდე.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩარიცხვები წლიურად (Y.Y) 16.5%-ით გაზრდილია, თუმცა მთლიან გადმორიცხვებში წილი 24.5%-მდეა შემცირებული.
დანარჩენი ქვეყნებიდან ტრანსფერები 167%-ით არის გაზრდილი, რუსეთიდან 754%-იანი (Y.Y) მატების ხარჯზე.
გასულ წელს ანალოგიური პერიოდისთვის ევროკავშირის ქვეყნების კონტრიბუციაზე 43% მოდიოდა. რუსეთიდან კი წლევანდელი 700%-იანი ზრდის საპირისპიროდ კლება იყო -13% (Y.Y)
საქართველოს ყველაზე მსხვლი დონორი ქვეყნები ევროკავშირიდან
02/2023 |
|
იტალია |
$ 38.9 მლნ |
საბერძნეთი |
$ 28.59 მლნ |
გერმანია |
$ 18.07 მლნ |
წყარო: სებ-ი
საქართველოს მსხვილი დონორია აშშ-ი, 30 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის გადმორიცხვებით(+44%Y.Y) და ისრაელი, საიდანაც თებერვალში 16.4 მლნ აშშ დოლარია ჩარიცხული (+16.4%Y.Y)