ფოტო: campusfrance
ფინანსები
16/05/2022

ბანკები HoReCa სექტორს აღარ აფინანსებენ

სამასპინძლო ბიზნესის დაკრედიტება, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად აღარ იზრდება. Q1/2022-ის მდგომარეობით, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობაში (₾ 20.285 მლრდ) 10,6 %-ით არის წარმოდგენილი (01.05.2020 -11.2%). გაზრდილია მშენებლობის პოტფელის წილი, 15%-მდე. ასევე მრეწველობის დაკრედიტების, რომლის მოცულობამ Q1/2022- ისთვის 5 მლრდ ლარს აღწევს.

დარგობრივ ჭრილში, იანვარ-მარტის (Q1.2021) მონაცემებით, დომინანტი სამეული უცვლელია: 

მრეწველობა/ვაჭრობა/მშენებლობა

მრეწველობა - 24,4 %, პორტფელი - ₾4.7 მლრდ (01.05/2020 -24%)

ვაჭრობის სექტორის ხვედრით წილი 18.7%-ია ( 01.05.2020 – 20%)

მშენებლობა  - 15%; ₾2.291 (01.05.2020 - 13.9%)

ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 58% მხოლოდ 3 დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის (01.05.2020 – 58%).

01.05.2020  -  Q1/2022

  ₾ მლრდ ₾ მლრდ
მრეწველობა 4.741 4.952
ვაჭრობა 3.949 3.791
მშენებლობა 2.750 3.041
ჰორეკა  2.196 2.157

წყარო: სებ-ი

 

Businesspartner