ფინანსები
27/09/2021

ბანკების აქტივები ₾57.5 მლრდ-ია

საბანკო სექტორის აქტივები აგვისტოშიც გაიზარდა, თუმცა შენელებულია ზრდის ტემპი.

სებ-ის მონაცემებით, თუ ივლისში ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 1.05 მლრდ-ით იყო გაზრდილი, აგვისტოში ივლისთან შედარებით აქტივები 458.02 მლნ ლარით, 57.49 მლრდ-მდე გაიზარდა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.11 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.38%-ია.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

 

Businesspartner