ფინანსები
26/08/2021

ბანკების აქტივებმა ₾57 მლრდ-ს გადააჭარბა

საბანკო სექტორის აქტივები ივლისში გაიზარდა.

სებ-ის მონაცემებით, ივლისში ივნისთან შედარებით კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.05 მლრდ ლარით (+1.87%-ით) გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი აგვისტოსათვის 57.03 მლრდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.35%-ია.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

Businesspartner