ფინანსები
19/05/2022

ბანკების რეიტინგი ავტოსესხებზე საპროცენტო განაკვეთით - ყველაზე კონკურენტული BOGG-ი და TBC-ია

ბანკებმა ავტოსესხიც გააძვირეს, სებ-ის სტატისტიკით, საშუალო შეწონილი საბაზრო განაკვეთი, 27.44%-მდეა გაზრდილი (2-5 წლიანი ვადიანობის).  პორტფელის მოცულობა კი მარტში 225 მლნ ლარიდან 196 მლნ ლარამდეა შემცირებული. მათ შორის ძირითადად, 95.4% - 187 მლნ ლარამდე ფიზიკურ პირებზე გაცემული ავტოსესხია.

დაკრედიტების ნახევარზე მეტი (₾96 მლნ) 2 სისტემური ბანკის წილია. საქართველოს ბანკის ავტოსესხების პორტფელი 51 მლნ ლარს აღემატება. მთლიან საცალო პროდუქტებში (₾7,041 მლნ) 0.7%-ით არის წარმოდგენილი. თიბისის ქეისი 45 მლნ ლარამდეა და საცალო პროდუქტებში (₾6,671 მლნ) ანალოგიური წილით არის წარმოდგენილი. 

ავტოსესხი, ყველაზე დიდი წილით 5.8% არაბი შეიხების ტერაბანკი პორტფელშია (საცალო პროდუქტები: ₾198 272 432) და კრედოს კოეფიციენტი 1,4% (საცალო პროდუქტები: ₾ 1.002 მლრდ)

ბანკები ავტოსესხებით და %-ის მიხედვით

 Q1/2022

მოc. ₾

ეფექტური განაკვეთი Y.Y %

საქართველოს ბანკი

51 329 674

21.4%-დან

თიბისი

44 781 592

23.8%-დან

კრედო

14 030 477

26.49%-დან

ტერაბანკი

11 536 953

27.5% -დან

წყარო: ბანკები

საცალო ბაზარზე მსხვილაქტივებიან ბანკებში ბაზისბანკია გამონაკლისი, რომელსაც ავტოსესხი არ აქვს და მსგავს პროდუქტს ავტოლიზინგს, 26-32%-ის ფარგლებში მისი შვილობილი BB ლიზინგი გასცემს. ამასთან თიბისი (TBC) და საქართველოს ბანკი (BOGG) ავტოლიზინგს 25-26%-ად  შვილობილი სალიზინგო კომპანიებითაც სთავაზობენ.

ჯერ პანდემიის და შემდეგ ომის კრიზისის გაურკვევლობის გათვალისწინებით, გაზრდილია მსესხებლის თანამონაწილეობა, 20-45%-ის ფარგლებშია, მომხარებლის შემოსავლების და ავტომობილის  მდგომარეობის გათვალისწინებით. ავტოსესხის გასტუმრების თარიღისთვის ავტომობილი გამოშვების თარიღი 2017 წლამდე არ უნდა იყოს. ავტოლიზინგისას უფრო ძველი დაიშვება. ავტოსესხი 6 წლამდე ვადით გაიცემა.

Businesspartner