ფინანსები
29/04/2022

ბანკების რეიტინგი შემოსავლებით - ვითიბი ბაზისბანკმა აზარალა

საბანკო სექტორს პერსონალის შენახვის ხარჯი გაეზარდა - იანვარ-მარტში (Q1/20221) 205 მლნ ლარი დაუჯდა (Q1/2021 – 186.5 მლნ; + 10%Y.Y).

აღნიშნული დანახარჯი, ბანკების არასაპროცენტო ხარჯში გადის, რომელიც კადრების ანაზღაურებასთან ერთად, ინვენტარის/საექსპლუატაციო და სხვა ხარჯებს კრებს და Q1/2022-ისთვის 337 მლნ ლარს შეადგენს.

არასაპროცენტო ხარჯი, სისტემური ბანკების წმინდა შემოსავალთან 30%-ის ფარგლებშია. თიბისი ბანკის Noncost-ი (არასაპროცენტო ხარჯი/ შემოსავალთან) 31%-ია, საქართველოს ბანკის - 20%.   

არასტანდარტული მაჩვენებელი აქვს ვითიბის შემოსავლები 6.6 მლნ ლარია (წმინდა) და 94 მლრდ ლარამდე არასაპროცენტო ხარჯები, სადაც პერსონალის ანაზღაურება მხოლოდ 8 მლნ-ია და 80 მლნ-ზე მეტი „სხვა ხარჯია“, რომელიც  პორტფელის დისკონტით გასხვისების გამო წარმოიქმნა. ვითიბისგან ბაზისბანკმა 800 მლნ ლარამდე პორტფელი შეისყიდა. რამ გაზარდა ხარჯი? – სესხების იაფად შესყიდვამ, მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800, ვადამდე

ბანკები არასაპროცენტო ხარჯებით Q1/2022

 

 

 

 

Q1/2022  000 ₾

2021   000 ₾

საქართველოს ბანკი

123,463

502,624

თიბისი ბანკი

115,847

445,384

ლიბერთი

41,597

165,584

კრედო

34,661

134,462

ვითიბი ბანკი

93,982

  69,524

პროკრედიტ ბანკი

11,808

  42,831

ბაზისბანკი

10,179

  33,098

წყარო: სებ-ი და ბანკები (000 ₾)

Businesspartner

მთავარი სიახლეები