ფინანსები
26/08/2021

ბანკების სასესხო პორტფელი ₾40 მლრდ-მდე გაიზარდა

კომერციულმა ბანკებმა ივლისში დაკრედიტება გაზარდეს.

სებ-ის მონაცემებით,  2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 382.83 მლნ ლარით (0.98%-ით) გაიზარდა 1-ლი აგვისტოსათვის 39.6 მლრდ ლარია.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398.21 მლნ ლარით (2.15%-ით) გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15.38 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.98 მლრდ ლარის (+1.56%-ით მეტი), უცხოური ვალუტით 12.90 მლრდ ლარის (-0.11%) მოცულობის სესხი.

2021 წლის ივლისის განმავლობაში 1.46%-ით, ანუ 285.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.73% შეადგინა, რაც 0.55%-ული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

Businesspartner