ფინანსები
27/09/2021

ბანკების სასესხო პორტფელი ₾40 მლრდ-ს აჭარბებს

ბანკებმა დაკრედიტება გაზარდეს. სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით გაცემული კრედიტების მოცულობა 478.45 მლნ ლარით გაიზარდა და 1-ლი სექტემბრისათვის 40.07 მლრდ ლარია.

ლარში სესხების მოცულობა 343.29 მლნ ლარით (1.82%-ით), უცხოურ ვალუტაში კი 135.17 მლნ ლარით (0.65%-ით) არის გაზრდილი.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.10 მლრდ ლარის, უცხოური ვალუტით 13.03 მლრდ ლარის სესხი.

2021 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.09%-ით, ანუ 216.31 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტება და 1-ლი სექტემბრისათვის 20.09 მლრდ ლარი შეადგინა.

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.02% შეადგინა, ივლისთან შედარებით, გაიზარდა 0.29%-ული პუნქტით.

Businesspartner