ფინანსები
25/06/2020

ბანკებმა მაისში სესხების გაცემა 25 მლნ-ით შეამცირეს

საბანკო სექტორმა მაისში წინა თვესთან შედარებით სესხების გაცემა 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.20%-ით ნაკლები) და 1-ელი ივნისისათვის 34.18 მლრდ ლარია.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მლნ ლარით (0.20%-ით) შემცირდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მლნ ლარით (0.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.20%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.30%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23%-ით მეტი).

2020 წლის მაისში 0.29%-ით, ანუ 48.59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 16.72 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არ შეცვლილა).

Businesspartner