ფინანსები
24/01/2023

ბანკებს საზედამხედველო კაპიტალი არ შეუმცირდება - მსხვილკაპიტალიანი ბანკები

საბანკო სექტორი 2022 წელს 11.357 მლრდ ლარის საზედამხედველო კაპიტალით ასრულებს (2021 - ₾10,160 მლრდ).

სებ-ი კაპიტალის მეტობით მოთხოვნას 2023 წლიდანაც შეინარჩუნებს, IFRS -ზე (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა) გადასვლის შემდეგაც.

იანვრიდან პარალელურად ჩაირთვება CRA ბუფერი, რაც ბანკებს საზედამხედველო ნორმებისთვის მისამართ კაპიტალს არ შეუმცირებს. ანუ, IFRS –ზე გადასვლით თუ ბანკებს საზედამხედველო კაპიტალი შეუმცირდებოდა და განსაკარგად მეტი დარჩებოდა (სხვადასხვა მიზნით დახარჯავდა, მ.შ  დივიდენდებს დაამატებდა ...), მაკორექტირებელ ბუფერი (CRA), მეტობას დააკორექტირებს და კაპიტალის მოთხოვნას იმავე ზღვარზე დაიჭერს, რაც ახლაა, სებ-ის ზედამხედველობის ჩარჩოთი (GaaP). ამით ზედამხედველი კონსერვატიულ მიდგომებს ლიბერალიზაციის შემდეგაც შეინარჩუნებს.

ამის გარდა დამატებით, სისტემურობის ბუფერით უფრო მეტი კაპიტალი მოეთხოვებან3 ბანკს (BOGG; TBC, LB) +2.5%; +2.5%; +1%.

საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი შევსება სისტემურ ბანკებს 2018 წლიდან დაეკისრა  და ზღვარი TBC/BOGG -სთვის 2.5% და ლიბერთისთვის 1,5% იყო. თუმცა სებ-მა 2023 წლიდან ლიბერთის შეუმცირა.

სებ-ის განმარტებით, მოთხოვნის შემსუბუქება  ბანკის ზომის  შემცირებას არ უკავშირდება. კორექცია დანარჩენი 2 ბანკის გაზრდამ განაპირობა. ამასთან ფილიალების ყველა დიდი ქსელი (რომლითაც ლიბერთია წარმოდგენილი), ონლიან სერვისების განვითარების ეპოქაში, ბანკის სიდიდის და შესაბამისად გაზრდილი კაპიტალის მოთხოვნის დაწესების საფუძველს აღარ წარმოადგენს.

 

2022   ( 

2021   (₾

TBC

4,442,849,000

4 102 927 000

BOGG

4,058,527,000

3 475 800 000

BB

437,843,000

306 539 000

LB

397,151,000

342 241 000

Cartu

352,968,000

322 398 000

Procredit

305,592,000

281 649 000

წყარო: კომერციული ბანკები