ფინანსები
31/08/2020

ბაზარზე 40 მიკროსაფინანო ორგანიზაცია დარჩა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე კომპანიების რაოდენობა უფრო და უფრო მცირდება.

სებ-ის ბოლო მონაცემებით, ბაზარზე 40 მისოა დარჩენილი, 11 ლიკვიდაციის პროცესშია.

მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა საფინანსო სექტორში რეგულაციებმა შეამცირა. კომპანიათა ნაწილი პროფილს იცვლის, ნაწილი კოტრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო.

ბაზარზე კომპანიების შემცირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პრობლემას ვერ ხედავს. როგორც კობა გვენეტაძემ განაცხადა, მეტი მიკროსაფინანსო არ ნიშნავს მეტ კონკურენციას. კონკურენცია მაშინ შეიქმნება როდესაც ბაზარზე ჯანსაღი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეიქმნება.

მიკროსაფინანსო სექტორმა წლის მეორე კვარტალი 29 მლნ-იანი ზარალით დაასრულა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები