ფინანსები
06/10/2022

ბაზისბანკმა დიჯიპასი გააძვირა

ბაზისბანკმა მომსახურება გააძვირა. ბანკის ცნობით, ანგარიშიდან გადარიცხვის საკომისიოს 0.07%-ის მინიმალური ზღვარი, 25%-ით იზრდება 0.80 ლარიდან ₾1-მდე.

ასევე მოიმატა ბაზისბანკის კლიენტისთვის სხვა ბანკის მომხმარებლის ჩარიცხული თანხის ათვისების საკომისიომ. 0.5% განაკვეთი შენარჩუნდა და ზღვარი გაიზარდა სავალუტო გადარიცხვებზეც: დოლარში 1.5 ლარამდე, ევროში 2 ლარამდე.

გაძვირდა დახურული ანგარიშის ამონაწერი, 20 ლარიდან 30 ლარამდე. ასევე  50%-ით მოიმატა დიჯიპას მოწყობილობის საფასურმა, 150 ლარამდე (აქტივაცია კვლავ ₾10 ღირს).

ბაზისბანკის წმინდა საკომისიო შემოსავალი 4 მლნ ლარამდეა  (8 თვის სტატისტიკით). ბანკი საკომისიოს სხვადასხვა სერვისიდან იღებს, მათ შორის სესხის, ანგარიშის მომსახურებიდან ასევე სავალუტო ოპერაციებიდან.

შეგახსენებთ, ბაზისბანკმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებული ვითიბის მომხმარებელი გადაიბარა, მათ შორის 200 ათასამდე საცალო კლიენტი, მათი მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო თუ საკრედიტო ანგარიშები.

ბანკის შემოსავლები დანიშნულების მიხედვით (01.09.2022)

 

მლნ ₾არი

საპროცენტო

150,2

მ.შ სესხებიდან

126,7

არასაპროცენტო

  71,5

მ.შ. საკომისოდან

    3.9

ვალუტის ყიდვა/გაყ

  13,2

 

Businesspartner