ფინანსები
21/08/2021

BGEO ₾73 მლნ-ის დივიდენდს გადაიხდის

საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO) 73 მილიონი ლარის დივიდენდს გადაიხდის.

ბანკის მენეჯმენტმა აქციონერებს უკვე აცნობა, რომ 5 ნოემბერს შუალედურ დივიდენდს მიიღებენ, 2021 წლის 6 თვის პერიოდისთვის.

1 აქციაზე შუალედური დივიდენდის მოცულობა 1.48 ლარი ( ექვივალენტი ფუნტ-სტერლინგში) იქნება. „საქართველოს ბანკს“ 49,169,428 აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად, ბანკი აქციონერებს 72.7 მლნ ლარს გადაუხდის.

„ჩვენ დავუდასტურეთ ეროვნულ ბანკს, რომ 2021 წლის მაისის ბოლოდან აღარ ვიყენებთ და არ ვაპირებთ ვისარგებლოთ Pillar 2-ის ან კონსერვაციის ბუფერით. ამასთან აღარ არის რაიმე შეზღუდვა კაპიტალის განაწილებასთან დაკავშირებით და დირექტორთა საბჭომ დივიდენდის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა შუალედური დივიდენდი“, - აცნობა BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა  არჩილ გაჩეჩილაძემ ინვესტორებს. 

აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოსთვის BGEO-ს 1 აქცია 14.76 ფუნტი ღირს. ბანკის კაპიტალიზაცია 725.74 ფუნტი-სტერლინგია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები