ფინანსები
09/08/2021

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე აღარ არის - ის მიხეილ ლომთაძემ ჩაანაცვლა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ის ფინტექ კომპანია Kaspi-ს დამფუძნებელმა  ჩაანაცვლა.

45 წლის მიხეილ ლომთაძე Fobres-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილს $300 მლნ-ით უსწრებს, მისი კაპიტალი $5.1 მლრდ-ია, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი $4.8 მლრდ.

მიხილა ლომთაძე ყაზახეთში მოღვაწეობს. Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი საგადამხდელო და ფინტექ ეკოსისტემის პლატფორმაა, მას ყოველთვიურად 7 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

2020 წლის ოქტომბერში ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPO განახორციელა, კაპიტალიზაციამ $6.5 მლრდ-ს მიაღწია. ეს 2007 წლის შემდეგ ყაზახური კომპანიების ისტორიაში ყველაზე წარმატებული განთავსება იყო.

Forbes-ის რეიტინგში მიხეილ ლომთაძე 594-ე ადგილზეა, ბიძინა ივანიშვილი კი 632-ე პოზიციაზე. 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები