ფინანსები
04/08/2021

BMatch პლატფორმაზე ვაჭრობით ახალი კომპანიებია დაინტერესებული

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი BMatch პლატფორმას წარმატებულს უწოდებს და ელის რომ მოვაჭრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

"პლატფორმაზე მონაწილეობით დაინტერესებულია ახალი კომპანიები, ისინი სწავლობენ BMatch-ზე ჩართვის შესაძლებლობებს იმისათვის რომ განსაზღვრონ რამდენად შეესაბამება ეს სისტემა მათ საჭიროებს და შესაძლოა, დამატებით ახალი კომპანიები კვლავ ჩაერთონ", - აღნიშნა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა.

BMatch პლატფორმაზე ამ დროისთვის 15 კომერციული ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 3 არასაფინანსო კომპანია ვაჭრობს.

კობა გვენეტაძის თქმით, პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია და მასზე მოდის Bloomberg-ის გარიგებების 70-80%, ოფიციალური კურსის დათვლა კი მთლიანად პლატფორმაზე შემდგარი გარიგებებით ხდება. "BMatch-მა გაზარდა ლიკვიდობა, საგრძნობლად შეამცირა სპრედი და 20-30 პუნქტს შეადგენს."

შეგახსენებთ, რომ BMatch პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ BMatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება.

Businesspartner