ფინანსები
23/07/2020

Bmatch-ზე დაშვების წესები და შეზღუდვები

₾/$ ვაჭრობის ახლადგამოქვეყნებული წესით, რომლითაც RFQ მონაწილეებმა Bmatch-ზე  გადანაცვლების შემდეგ უნდა იხელმძღვანელონ, გარიგებების ანგარიშსწორების ვადა შემოსაზვრულია. ვადის დარღვევის პირგასამტეხლო თანხის 5%-ია.

ეროვნული ვალუტის თანხის დაგვიანებისთვის ჯარიმა, ანგარიშსწორების დღის TIBR-ის განაკვეთს დამატებული 5%-ული პუნქტია, უცხოური ვალუტისას ბენჩმარკ განაკვეთს +5%-ული პუნქტი. თუ უცხოურ ვალუტაში არ დგინდება მაშინ რეფინანსირების განაკვეთს +5%-ული პუნქტი.

ბლუმბერგის  ახალ პლატფორმაზე Bmatch-ი სებ-ი ბანკებთან სატესტო რეჟიმში აპრილიდან ვაჭრობს, გარიგებები $100 000-დან (ქვედა ზღვარი) იდება, 1-ელი ოქტომბრიდან კი პლატფორმაზე საფინანსო კომპანიებთან ერთად ვალუტით ვაჭრობას არასაფინანსო კომპანიებიც შეძლებენ.

ამ დროისთის ბლუმბერგის RFQ მოედანზე ბანკებთან და მისოებთან ერთად, რეზიდენტი და არარეზიდენტი თითო თითო კომპანიაა. სატელეკომუნიკაციო და აშშ-ის საინვესტიციო ფონდი. ესენი თუ Bmatch-ზე გადაინაცვლებენ ვალუტით ვაჭრობას, სადილინგო კოდით საკუთარი საჭიროებისთვის შეძლებენ. კლიენტის დავალების შესრულების უფლებამოსილება მხოლოდ კომერციულ ბანკს და საბროკერო კომპანიას მიეცემა (საბროკეროები ამ დროისთვის მოედანზე არ არიან). მიკროსაფინანსო ოგანიზაციას შეზღუდული აქვს.

შესაბამისად, ბანკებისგან განსხვავებით, რომლებსაც სადილინგო და საბროკერო კოდი (კლიენტის მომსახურებისთის) ენიჭება, მისოსთვის მხოლოდ სადილინგოა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კლიენტის დაკმაყოფილება საერთოდ არ შეეძლება. კლიენტს თავისთვის ნავაჭრიდან ნაღდი ანგარიშსწორებით მიჰყიდის.

 

Businesspartner