ფინანსები
13/07/2021
ავტორი: Business Partner

BOGG-ის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებში ცვლილებებია - ბანკი სესხების მკვეთრ ზრდას ელის

საქართველოს ბანკი განახლებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესახებ აცხადებს. ბანკის განცხადების მიხედვით, საქართველოს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატებოდა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის დონეებს და მთლიანი კაპიტალის მოთხოვა ამჟამად არსებული 17.4%-დან წლის ბოლოსთვის 17.9%-მდე გაიზრდება.

"2020 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საზედამხედველო გეგმა საქართველოს საბანკო სექტორისთვის, რომელიც ძირითადად ფოკუსირდებოდა კაპიტალის ადეკვატურობისა და ლიკვიდობის ინიციატივებზე, და საშუალება მისცა საბანკო სექტორს დახმარებოდა COVID-19 პანდემიის პერიოდში ფინანსურად დაზარალებულ მომხმარებლებს. კაპიტალის ადეკვატურობის პერსპექტივიდან გამომდინარე, რიგი კაპიტალის ბუფერებისა განთავისუფლდა, რამაც განაპირობა მარეგულირებელის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შემცირება. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ბანკები ნაწილობრივ ან სრულად იყენებდნენ შემცირებულ პილარ 2 და კონსერვაციის ბუფერებს, ბანკებს არ ჰქონდათ არც ერთი ფორმით კაპიტალის დისტრიბუციის უფლება. შემდგომში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა საბანკო სექტორისთვის გათავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმა და განაახლა ბაზელ III-ის ფარგლებში დამატებითი კაპიტალის მოთხოვნების დანერგვის პერიოდი.

პანდემიის განმავლობაში, ეკონომიკური აქტივობის თანდათანობით შემცირების მიუხედავად, საქართველოს ბანკი მუდამ აჩვენებდა ძლიერ საოპერაციო შედეგებს, კარგი საოპერაციო შემოსავლით, კარგად მართული ხარჯებით, და აქტივების მაღალი ხარისხით. ამ ყველაფერმა კი საქართველოს ბანკს საშუალება მისცა ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საშუალო კაპიტალზე უკუგების მაჩვენებლით 20%-იან ნიშნულზე მაღლა მდგარიყო. ამასთანავე, საქართველოს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატებოდა მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის დონეებს.

შედეგად, საქართველოს ბანკის მდგრადი კაპიტალის პოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის რომ უზრუნველყოფილიყო კაპიტალის აქციონერებისთის განაწილების შესაძლებლობის მოქნილობა, ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს აცნობა, რომ გამოთავისუფლებული პილარ 2-ის ან კონსერავიის ბუფერის გამოყენებას აღარ ახდენს, და მომავალშიც არ გეგმავს გამოყენებას. შესაბამისად, ახლანდელი მდგომარეობით საქართველოს ბანკს კაპიტალის განაწილებაზე არანაირი შეზღუდვა მარეგულირებლისგან არ აქვს.

საქართველოს ბანკის მოსალოდნელი მინიმალური კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები  (ბაზელ III-ის კაპიტალის მოთხოვნების სრული დანერგვის ფარგლებში), რომლებიც ექვემდებარება მარეგულირებლის მხრიდან განგრძობით ყოველწლიურ გადახედვას, შემდეგნაირად გამოიყურება:

მოსალოდნელი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები 2021-2023:

 

 

ივლ-21

დეკ-21

დეკ-22

დეკ-23

ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნა

11.1%

11.6%

11.9%

12.2%

პირველარი კაპიტალის მოთხოვნა

13.3%

13.8%

14.3%

14.7%

მთლიანი კაპიტალის მოთხოვნა

17.4%

17.9%

17.9%

17.9%

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ბანკი მუდმივად აჩვენებდა ძლიერ საოპერაციო შედეგებს, და შედეგად 2021 წლის 31 მაისს, ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები იყო: ძირითადი პირველადი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 12.1%; პირველადი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 14.1%; მთლიანი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 19.2%. თითოეული მათგანი აღემატება 2021 წლის ივლისში მოსალოდნელ მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ამასთანავე ბანკი აგრძელებს შიდა კაპიტალის აქტიურ გენერირებას.

ამ ბოლო დროს შეინიშნება საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდა, რომელიც გარკვეულწილად განაპირობა საერთაშორისო საზღვრების გახსნამ და საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის საკმაოდ მაღალმა ზრდის ტემპმა. ბანკი ელის ამ ტრენდის გაგრძელებას. 2021 წლის აპრილის მდგომარეობით რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით 44.8% შეადგინა 2020 წლის აპრილითან და 20.8% - 2019 წლის აპრილთან შედარებით (პანდემიამდელი შედეგობრივი მჩვენებელი). ასევე აღსანიშნავია რომ 2021 წლის მაისის სავარაუდო ზრდის მაჩვენებელი 25.8%-ია წინა წელთან შედარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბანკმა გადახედა საქართველოსთვის 2021 წლის რეალური მშპ-ს ზრდის მაჩვენებლის მოლოდინებს და ამჟამად ვარაუდობს 7.0%-იან ზრდას. ასევე, ქართულმა ლარმა დაიწყო მოძლიერება და 2021 წლის პირველი კვარტლიდან დღემდე დოლართან მიმართებით გამყარდა 8.1%-ით.

განახლებული მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და მეტად გამჭვირვალე მოსალოდნელი მარეგულირებლის კაპიტალის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა გადახედა ჯგუფის საშუალო- და გრძელვადიან გეგმებს:

  • საკრედიტო პორტფელის ზრდა: ბანკმა გადახედა საშუალო- და გრძელვადიან მომხმარებელთა საკრედიტო პორთფელის ზრდის გეგმებს და 15%-იანი მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 10%-ით ჩაანაცვლა. თუმცა, თუ სამომხმარებლო, მიკრო, და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისგან მზარდი მოთხოვნის ფონზე, ბანკი 2021 წელს უფრო მაღალ ზრდას პროგნოზირებს.
  • კაპიტალის ბუფერის მიზნობრივი მაჩვენებელი: ბანკმა გადაწყვიტა ძირითად პირველად და პირველად კაპიტალზე მინიმალურ მოთხოვნებზე დამატებით შიდამიზნობრივი ბუფერის მოხსნა (დაახლოებით 200 საბაზისო მაჩვენებელი). ეს განპირობებული იყო კაპიტალის ადეკვატურობის მარეგულირებლის მინიმალურ მოთხოვნების მზარდი მაჩვენებლების და ასევე ძლიერი კაპიტალის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც თავისმხრივ ასახავს საქართველოს საბანკო სექტორის უფრო კონსერვატულ მარეგულირებლის ჩარჩოს. ეს ბანკს მისცემს საშუალებას იყოს უფრო მოქნილი კაპიტალის მართვის კუთხით;
  • დივიდენდების განაწილების პოლიტიკა: ბანკი გეგმავს შეცვალოს დივიდენდის გამოცხადების პოლიტიკა და გადავიდეს ნახევარწლიან განაწილებაზე (შუალედური და საბოლოო დივიდენდი ყოველ წელს), ხოლო პირველი შუალედური დივიდენდი გათვალისწინებულია 2021 წლის მეორე ნახევრისთვის. 2021 წლის აგვისტოში, ჯგუფის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, ბანკი გაითვალისწინებს რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების ზრდის მოლოდინებს, ასევე ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალისა და პირველადი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლების მდგომარეობას მიმდინარე მარეგულირების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, და გადახედავს ჯგუფის კაპიტალის განაწილების სტრადეგიას.

საქართველოს ბანკს აქვს ძლიერი მომგებიანობის და შიდა კაპიტალის გენერირების ახლო- და გრძელვადიანი მოლოდინები, საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებელთა საკრედიტო პორტფელის მიზნობრივი ზრდის თანხლებით. მაკროეკონომიკური ინდიკატორების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე, ბანკი მიმართულია ჯგუფის დივიდენდების განწილების პოლიტიკის აღდგენაზე როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში. 

 

Businesspartner