ფინანსები
18/08/2022

BOGG-მა სასესხო პორტფელში დოლარიზაცია შეამცირა

საქართველოს ბანკის (BOGG) სასესხო პორტფელის 80% ₾12.8 მლრდ ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია, შესაძლო დანაკარგებისთვის სისტემურ ბანკს ნახევარი მილიარდი აქვს დარეზერვებული.

სესხები / BOGG

15 797 658 366 ₾

უზრუნველყოფილი სესხები

12 842 471 749

უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები

12 541 264 292

LTV ≤70%

6 476 022 116

LTV >70% ≤85%

2 110 005 222

LTV >85% ≤100%

1 254 552 110

LTV >100%

2 700 684 844

რეზერვი უზრუნველყოფილ სესხებზე

519 126 137

წყარო: კომერციული ბანკი

უზრუნველყოფილი სესხების პორტფელით, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი 38,4%-ია. მთლიან დაბანდებაში (H1/2022 –₾ 43,652 მლრდ) კი BOGG-ი 36.2%-ით მე-2 ადგილზე პოზიციონირებს.

BOGG-ის პორტფელი წლიურად 15.4%-ით გაზრდილია. სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 49,4%-მდეა შემცირებული (L/Y – 54,8%).