ფოტო: spot.uz
ფინანსები
28/09/2021

ბუცხრიკიძე: უზბეკეთში ციფრული ბანკის განვითარება და შოურუმების გახსნა ჩვენი მისიის ნაწილია

TBC ბანკი უზბეკეთში ციფრული ბანკის ავითარებს და შოურუმებს ხსნის. spot.uz-ის ცნობით, პირველი შოურუმი უზბეკეთის პირველმა ციფრულმა ბანკმა ქალაქ სამარყანდში უკვე გახსნა და მალე ქსელს კიდევ შვიდ ქალაქში - ბუხარაში, ყარშში, ანდიჯანში, ჯიზაკში, კოკანდში, ურგენჩსა და ფერგანაში შემატებს შოურუმს.

თიბისი ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ციფრული ბანკის საქმიანობის გაფართოება და შოურუმის გახსნა არის ბანკის მნიშვნელოვანი მისიის ნაწილი. "დარწმუნებული ვართ, რომ ამას შეუძლია სტიმული მისცეს ქალაქის მოსახლეობას ციფრულ პროდუქტზე სწრაფი გადასვლისკენ", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შოურუმებში მომხმარებლები სპეციალისტებისგან TBC.UZ აპლიკაციაში რეგისტრაციაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ, შეძლებენ ვერიფიკაციის გავლას და შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ სრულუფლებიანი კლიენტი.

TBC ბანკის შოურუმები სტანდარტული ბანკის ფილიალებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ისინი არ უზრუნველყოფენ საბანკო მომსახურებას. შოურუმები აღჭურვილია ტაბლეტებით, სადაც პროგრამის მუშაობის დეტალებში, თიბისის სერვისებსა და პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტანტები გაარკვევენ.

”ჩვენი შოურუმები თიბისი ბრენდთან ურთიერთობის ადგილებია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ დახმარებისა და რჩევისთვის. გვსურს, ჩვენმა მომხმარებლებმა იგრძნონ, რომ თიბისი არ არის მხოლოდ ონლაინ პროგრამა, არამედ ეს არის ბრენდი, რომელიც შექმნილია ადამიანებისთვის და მათ სთავაზობს მარტივ, მაგრამ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს", - აღნიშნავს TBC UZ-ის ხელმძღვანელი სპარტაკ თეთრაშვილი.

TBC ბანკი უზბეკეთის ბაზარზე 2020 წელს შევიდა. დღეს TBC.UZ აპლიკაციას 800 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ ფორმატში შემდეგ მომსახურებებს: ფულადი გზავნილები, სესხები, ანაბრები, განვადება, საბანკო ბარათები და ანგარიშსწორება. 

Businesspartner