ფინანსები
02/02/2023

CRA ბანკების შემოსავლიანობაზე არ იმოქმედებს

ბანკებს  სავალუტო ვაჭრობით  მოგება თითქმის 3-ჯერ გაეზარდა. 302 მლნ ლარიდან  ₾ 886 მლნ-მდე. რაც არც არის გასაკვირი, როგორც გვენეტაძემ მპკ-ზე განაცხადა.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, შეფასება ინდიკატორულ ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს და არა მშრალ სტატისტიკას. თუ 2 წელში  ეკონომიკა 10-10%-ით გაიზარდა (ნომინალური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო), მეტი შემოსავალი დაგენერირდა, შესაბამისად სექტორსაც გაეზრდებოდა მოგება.

რაზეც ხშირად ე.წ  ექსპერტები დაუსაბუთებლად აპელირებენ. მისი თქმით, კარგი ექსპერტი მსგავს  მშრალ შეფასებას არასდროს გააკეთებს.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, გაზრდილმა საგარეო აქტივობამაც  განაპირობა ბანკების საოპერაციო შემოსავლების ზრდა , მ.შ საკონვერსიო ოპერაციებით (ვალუტის ყიდვა-გაყიდვა).

2021/2022-ში სექტორის მაღალი მოგება უკავშირდება პანდემიის შოკის კრიზისს, რომელიც ფარავდა 3 წლიან ჯამურ შოკს. მისი განკარტებით, მას შემდეგ დანაკარგებისთვის ზარალი აღარ შექმნილა. 

სებ-მა შეაქმნევინა ბანკებს უსაფრთხოების ბუფერები, რაც ბანკებს დაეხმარა გამოწვევებთან გამკლავებაში.

მისივე თქმით, სექტორს კარგ ფორმაში ტოვებს, მაღალი ლიკვიდობით, კაპიტალიზაციით,  IFRC-ზე გადავლის შემდეგაც CRA ბუფერის დაცვაც სექტორს ისე მოუწევს რომ არ გაუუარესებს უკუგებას. 

ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებით:

 

 01.1.2023 მლნ ₾

1.1.2022     000     

თიბისი ბანკი

408,655

109.899

საქართველოს ბანკი

392,271

121.315

ლიბერთი ბანკი

31,550

    3.823

პროკრედიტ ბანკი

24,369

 16,143

ბაზისბანკი

17,511

   2,119

წყარო: კომერციული ბანკები 

Businesspartner