ფინანსები
15/03/2023

დაკრედიტება თუ არ დაჩქარდა სებ-ი კაპიტალის მოთხოვნას არ გაზრდის

დაკრედიტების ზრდა თუ დაჩქარდება სებ-ი კონტრციკლურ ბუფერს გაზრდის, თუ შემცირდება  1%-ზე შეინარჩუნებს.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ აღნიშნული ბუფერით ბანკებისთვის დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა, ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით, „კარგ დროშიც“ გამართლებულია, იმ რეალობაში, როცა დაკრედიტების ჭარბი ზრდა არ აღინიშნება.

ამ დროისთვის დაკრედიტების წლიური (Y.Y)  ზრდა 4% -მდეა შემცირებული, კურსის ცვლილების ეფექტით და მის გარეშე +12%Y.Y -ია.

სექტორს ახალი ვალდებულების შესრულებისთვის - ნამეტი კაპიტალის შექმნისთვის 1-წლიანი ვადა მიეცა.

 

 

Businesspartner