ფოტო: livemint.com
ფინანსები
25/03/2022

დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა / ბანკების რეიტინგი

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ (მიმდინარე ანგარიშები, ვადიანი/ მოთხოვნამდე დეპოზიტები, ბანკების გარდა) 1 მარტისთვის 37.63 მლრდ ლარი შეადგინა (+856 მლნ; 2.33% m.m).

სებ-ის სტატისტიკით, თებერვალში ვადიანი დეპოზიტები 289 მილიონით გაზრდილია (+1.8%m.m), გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლებაა 0.02%-ით. მოთხოვნამდე ანაბრები 567 მლნ-ით არის გაზრდილი (+2.7%m.m).

გაზრდილია დეპოზიტების დოლარიზაცია. კოეფიციენტი 59%-ს აღემატება. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.05%, ხოლო ევროს წილმა 15.54% შეადგინა.

01.03.2022

 

დეპოზიტები

წილი

თიბისი

15,345,998

40.2%

საქართველოს ბანკი

15,345,998

37.2%

ლიბერთი

2,200,110

  5.7%

პროკრედიტ ბანკი

1,007,093

  2.6%

ქართუ

946,410

  2.5%

ტერა ბანკი

946,410

  2.3%

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner

მთავარი სიახლეები