ფინანსები
21/11/2022

დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანია ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელია

"პეისერა საქართველო" პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ 2022 წლის აგვისტოში იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შპს-დან სს-დ გადაკეთდა, 1 მლნ კაპიტალით.

მონაცემების მიხედვით, სს "პეისერა საქართველოს" დირექორატში არიან გიორგი ჩრდილელი, დიმისტრი ქუმსიშვილი და ირაკლი თოიძე. თავად შპს "პეისერა საქართველო" 2022 წლის მარტში დაფუძნდა, კომპანიის 40-40%-ს ირაკლი ვეკუა და დიმიტრი ქუმსიშილი ინაწილებდნენ, 20%-იანი კი ირაკლი თევდორაშვილს ეკუთვნოდა.

სებ-ის ცნობით, სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, სს „პეისერა საქართველოს“ ფილიალები და სერვის ცენტრები საქართველოს ტერიტორიაზე არ ექნება.

სს "პეისერა საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები