ფინანსები
19/03/2020

დისტანციური მუშაობისთვის ეროვნული ბანკი თანამშრომლებს ლეპტოპებს შეუძენს

დისტანციური მუშაობისთვის ეროვნული ბანკი თანამშრომლებს ლეპტოპებს შეუძენს.

ცენტრალურის ბანკის ცნობით, დაგეგმილია 33 ერთეული პორტაბელური კომპიუტერის შესყიდვა, რათა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს მაქსიმალურად მეტი თანამშრომელი.

„ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი მხარდაჭერილ იქნენ ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მათ დისტანციური მუშაობის შეუფერხებელ, სანდო და უსაფრთხო საშუალებას მისცემს“, – აცხადებს სებ-ი წარდგენილ დოკუმენტაციაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამ შესყიდვის გარეშე ეროვნული ბანკი, როგორც მთავრობის ბანკირი, ვერ შეძლებს იმ ძირითადი ფუნქციების სრულყოფილად და შეუფერხებლად შესრულებას, რომელთა მეშვეობით ქვეყანაში უზრუნველყოფილია ფინანსული სისტემის სტაბილურობა, როგორც საოპერაციო, ასევე სტრატეგიულ დონეზე.

COVID-19 ვირუსის აფეთქების პარალელურად სებ-ის თანამშრომელთა ნაწილი უკვე დისტანციურად მუშაობს, თუმცა დადგა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული ხდება საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის მატებასთან და ე.წ. “მეოთხეული” და “მეხუთეული” გადაცემების დაფიქსცირებისას.

Businesspartner