ფინანსები
18/05/2022

დოლარის ავტოსესხი ყველაზე უპრობლემოა

ავტოსესხების პორტელში ყველაზე პრობლემური ლარის ქეისი რჩება. სესხების 3.9% -მდე (3.7 მლნ) უმოქმედოა (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო), თუმცა იანვრის 6%-თან შედარებით პორტფელი გაჯანსაღებულია

პანდემიამდელი (10/2019)  კოეფიციენტი (1.6%) 2020-ის გაზაფხულიდან იმატებს 2021-ის თებერვალში 6.3%-იან პიკს მიაღწია და 01.04.2022 -ისთვის 4%-მდეა შემცირებული. 

სებ-ის ინფორმაციით, აშშ დოლარში ნომინირებულ ავტოსესხებში უმოქმედო პორტფელის (₾ 0.193 მლნ) წილი 0.8%-მდეა შემცირებული, ევროს პორტფელში პრობლემური სესხების წილი 1.5%-ია (₾ 0.389 მლ

პრობლემური ავტოსესხები ვალუტის მიხედვით 

 

₾არი

აშშ დოლარი

ევრო

01.04.2022

3.9%

0.8%

1.5%

01.01.2022

5.8%

2,7%

2.1%

როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით  რეგულირდება. ამ დროისთის საბანკოს სექტორს მთლიან პორტფელზე (₾43 მლრდ) 2 მლრდ ლარი აქვს დარეზერვებული. სებ-ის მიერ პანდემიაში მოთხოვნილი 1 მლრდ -ის ნამეტი რეზერვი სექტორმა თითქმის მთლიანად გამოარეზერვა.

ავტოსესხების მოცულობა სულ 196 მლნ ლარამდეა, მათ შორის, მხოლოდ 7 მლნ ლარამდეა  იურიდიულ პირებზე გაცემული, დანარჩენი საცალოა და 45% - 88.8 მლნ ლარის მოდის სავალუტო ავტოსესხებზე.

ბანკები პრობლემური  და ავტოსესხების მთლიანი პორტფელით 

 Q1/2022

საქართველოს ბანკი

380 458

51 329 674

თიბისი

34 223

44 781 592

კრედო

159 460

14 030 477

ტერაბანკი

  -

11 536 953

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები