ფინანსები
28/07/2020

ძნელაძე სებ-ზე: სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ, მაგრამ მუდმივად ერთად ვმუშაობთ

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, დარგს ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს.
 
“ჩვენ ყოველთვის განსხვავებულ ნაპირზე ვდგავართ, რადგან სიტუაცია და ხედვა განსხვავებული გვაქვს. მუდმივად ვიკამათებთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირები,. მაგრამ მუდმივად ვმუშაობთ. არასდროს ყოფილა, რომ ეროვნულ ბანკს კარი დაეხუროს და არ ემუშაოს საბანკო სექტორთან, ან ჩვენ ზოგადად ვსაუბრობდეთ ისე, რომ არ გვქონდეს მათთან კომუნიკაცია”,- აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
 
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სექტორის მხარდასაჭერად დროული და საჭირო ნაბიჯები გადადგეს.
 
ალექსანდრე ძნელაძემ “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” რეგულაციების მიმართულებითაც ისაუბრა. “საქართველოში ლარის რესურსის ლიკვიდობის პრობლემა არ დამდგარა. დღეს იმ რეჟიმში, რაში ვართ, აქტივობა გაგრძელდა. რაც შეეხება რეგულაციებს, დღესაც ვფიქრობ, რომ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ძალიან გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თუმცა, დღეს, როდესაც რეგულაციები შემსუბუქდა, საბანკო სექტორს უფრო მკაცრი მიდგომები აქვს მსესხებლებთან მიმართებით, ვიდრე რეგულაცია საშუალებას იძლევა. საბანკო სექტორი გრძნობს ბაზარს და რეაგირებს ბაზრის გამოწვევებიდან გამომდინარე”,- აღნიშნა ძნელაძემ.
Businesspartner