ფინანსები
16/03/2020

EBRD-იმ სასწრაფო დახმარების პაკეტი დაამტკიცა და ეკონომიკას €1 მლრდ გამოუყო

COVID-19 კრიზისში მყოფ ეკონომიკას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) ეხმარება.

ბანკის დირექტორთა საბჭომ სასწრაფო დახმარების პაკეტი დაამტკიცა და 1 მილიარდი ევრო გამოყო თავის არეალში მყოფი ეკონომიკებისთვის. ამავდროულად ბანკი მზაობას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში კიდევ გადადგას ნაბიჯი.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კრიტიკულ მომენტში, EBRD კარგად არის აღჭურვილი, რომ დადგეს თავისი კლიენტების და იმ ქვეყნების გვერდით, სადაც ოპერირებს.

იქვე განმარტებულია, რომ ბანკს ამ დღეებში მიმდინარე მოვლენების გავლენის შესახებ ხშირად ეკითხებიან. თუმცა, ბანკი აღნიშნავს, რომ სიტუაცია სწრაფად ვითარდება და ამ დროისთვის ძნელია დასკვნის გაკეთება. ბანკის შეფასებით, რაც უკვე ნათელია, ისაა რომ EBRD- ის რეგიონებში კორონავირუსს დაუყოვნებლივი გავლენა ექნება ეკონომიკურ ეფექტურობაზე, მაგრამ – 2008 წლის ფინანსური კრიზისისგან განსხვავებით, შესაძლებელია სწრაფი რეაგირება მოხდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები