ფინანსები
10/05/2023

ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

ეროვნული ბანკის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც მონეტარული პოლიტიკის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში მარეგულირებელმა 460 მლნ დოლარი შეიძინა.

„წლის განმავლობაში ჩვენ აქტიური ვიყავით ბაზარზე. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს, 5,1 მლრდ დოლარს შეადგენს. ჭარბი რეზერვებიც არ არის კარგი, მაგრამ რეზერვების ადეკვატური დონე აუცილებელია გრძელვადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. აქედან გამომდინარე, როდესაც ბაზარმა მოგვცა საშუალება მოვახდინეთ რეზერვების შევსება. რაც შეეხება მიზეზებს, თუ საიდან იყო ეს შემოდინება: გაზრდილი იყო შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან, რაც მოიცავს როგორც ტურისტებს ისე მიგრანტებს, ასევე ექსპორტის საკმაოდ კარგი, დაახლოებით 30%-იანი ზრდა გვქონდა. გაზრდილი იყო იმპორტიც, თუმცა ჯამურად შემოსავლებმა გადააჭარბა გადინებებს.“-აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები